"ახალგაზრდობას მიეცა საშუალება, ეცეკვათ ჩემი სამშობლოს რიტმებზე...“ - ხატია ბუნიათიშვილისა და Gims-ის აჭარული დიდ სცენაზე
ხატია ბუნიათიშვილი ავრცელებს მორიგ ამონარიდს საქველმოქმედო კონცერტიდან, რომელიც საფრანგეთში გაიმართა.
მან აკომპანემენტი გაუწია ფრანგ შემსრულებელს, Gims-ს, რომელმაც აჭარულ მოტივებზე ჰიტი შექმნა.
„ქართული ფოლკლორული მუსიკა ყოველთვის იყო შთაგონების წყარო სხვადასხვა ჟანრში, მსოფლიოს ამა თუ იმ კუთხეში. დიდი მადლობა Gims-ს ქართული მუსიკის ზეიმისთვის, აჭარული სულისთვის და რა თქმა უნდა, მადლობა შენი ნიჭისთვის. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მომეცა შესაძლებლობა, ამ გამოსვლის ნაწილი ვყოფილიყავი, სადაც ახალგაზრდობას მიეცა საშუალება, ეცეკვათ ჩემი სამშობლოს რიტმებზე...“