loader

4 წლიანი პაუზის შემდეგ "გრემის" 68-ე დაჯილდოებაზე ჯასტინ ბიბერი პირველად გამოჩნდა - ნახეთ, ჯასტინის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა წინდების და შორტის ამარა სცენაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

4 წლიანი პაუზის შემდეგ "გრემის" 68-ე დაჯილდოებაზე ჯასტინ ბიბერი პირველად გამოჩნდა - ნახეთ, ჯასტინის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა წინდების და შორტის ამარა სცენაზე

ლოს-ანჯელესში, „გრემის“ 68-ე დაჯილდოება გაიმართა. წითელ ხალიჩაზე უამრავი ვარსკვლავი გამოჩნდა. მათ შორის ჯასტინ ბიბერიც, რომელსაც თან მეუღლე, ჰეილი ბიბერი ახლდა. 4 წლის შემდეგ დაჯილდოების სცენაზე ჯასტინ ბიბერის ეს პირველი გამოჩენაა.

ის სცენაზე წინდებით და შორტებით წარსდგა. მედიაში ამბობენ, რომ ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა იყო.

ჯასტინ ბიბერი და მისი მეუღლე, ჰეილი ბიბერი კამერის ობიექტივში შავი სამოსით პოზირებდა. მათ აშშ-ს საემიგრაციო პოლიტიკა და ICE რეიდები გააპროტესტეს. ჯასტინს და ჰეილის მკერდზე საპროტესტო გულსაბნევები ეკეთათ. გარდა ამისა, უცნაური იყო ცოლ-ქმრის ქცევაც. არტისტი აშკარად ძალიან უხასიათოდ გამოიყურებოდა.

"წყვილის ჩუმი კომუნიკაცია წითელ ხალიჩაზე შეზღუდული და უცნაური იყო. ჯასტინი აშკარად ძალით იცინოდა, ბოლოს კი უხასიათობა ვერ დამალა. ჰეილი უხერხულად გრძნობდა მეუღლის ქცევის გამო თავს“, – განუცხადა „სხეულის ენის“ ექსპერტმა ტაბლოიდებს.