"ქართული მწვადი მავნებელია" - არუნ ხათრი
"ქართული მწვადი მავნებელია" - ამის შესახებ ხალხური მედიცინის სპეციალისტი არუნ ხათრი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მწვადი მართლა ზრდის ქოლესტერინს.
"ქართული მწვადი მავნებელია - მართლა ზრდის ქოლესტერინს.
სიმართლე ასეთია: მარტო ხორცი არ არის ქოლესტერინის ზრდის მიზეზი. ნამდვილი მიზეზებია ინსულინის რეზისტენტობა, ქრონიკული სტრესი, პრე დიაბეტური მდგომარეობა, არაჯანსაღი ღვიძლი.
როცა ინსულინი მაღალია, ღვიძლი იწყებს მეტი ქოლესტერინის წარმოებას. სტრესის ჰორმონები ღვიძლს გადაჰყავს გადარჩენის რეჟიმში და სწორედ აქ იწყება პრობლემა.
როგორ ვჭამოთ მწვადი უსაფრთხოდ: ხორცის წინ მიირთვით ბოსტნეული ან სალათი, ეს ამცირებს ინსულინის მკვეთრ მატებას და იცავს მონელებას.
დაიძინეთ დროულად - ღამის ძილი არის ღვიძლის აღდგენის დრო, გვიან დაძინება აზიანებს ცხიმების ცვლას.
ჭამის შემდეგ იარეთ 10–15 წუთი - ეს ააქტიურებს კუნთებს და წვავს ზედმეტ გლუკოზას. ცუდი ქოლესტერინი არ მოიმატებს.
დამშვიდდით და ისიამოვნეთ საკვებით - ჭამის დროს სტრესი უფრო საშიშია, ვიდრე თავად საკვები, ასე რომ მიირთვით მწვადი, მაგრამ გონივრულად!
იცხოვრეთ მშვიდად, იმოძრავეთ ყოველდღე, ისიამოვნეთ ქართული მწვადით შიშის გარეშე" - წერს არუნ ხათრი.