loader

"რა რთულია ისაუბრო წარსულში, სული და გული მაქვს გაყინული" - 28 წლის ქალი საკუთარ დაბადების დღეზე მოულოდნელად გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა რთულია ისაუბრო წარსულში, სული და გული მაქვს გაყინული" - 28 წლის ქალი საკუთარ დაბადების დღეზე მოულოდნელად გარდაიცვალა

აჭარაში, საკუთარ დაბადების დღეზე 28 წლის ქალი, თამო დოლიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ.

ტრაგედია მიმდინარე წლის 31 იანვარს მოხდა. ახლობლების ცნობით, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

"ჩვენი ბაღის მთელი კოლექტივი და მშობლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი პატარა აღსაზრდელის დედის - თამო დოლიძის გარდაცვალების გამო. უფალმა ნათელში ამყოფოს თამოს სული. თანავუგრძნობთ ჩვენს ელის, დედის გარდაცვალებას! თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებს და ნათესავებს!!! უფალმა გამძლეობა მოგცეთ,რომ გაუძლოთ ამ უდიდეს ტკივილს! ძალიან ვწუხვართ...

რა რთულია ისაუბრო წარსულში, სული და გული მაქვს გაყინული, თვალები ვერ დავხუჭე, ისე რომ არ მეფიქრა შენზე. უსამართლოა ეს ცხოვრება. მერამდენედ დამარწმუნა ამაში...

ზოგი ადამიანი უბრალოდ მიდის, შენნაირების წასვლა კი გულში ღრმად ჩაჭრილ ჭრილობად გვრჩება - ტკივილად, რომელიც დროის გასვლასთან ერთად არ ქრება, მხოლოდ ფორმას იცვლის და მოგონებად გვრჩება. შენ აღარ ხარ აქ, მაგრამ ვერ წახვედი ჩვენგან. სანამ ვსუნთქავთ, შენც ჩვენში იცოცხლებ. შორს ხარ… და მაინც, გულთან ყველაზე ახლოს" - წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ქალის ახლობლები.