loader

მკვლელობა თბილისში - პოლიციამ ერთი პირი დააკავა - შსს ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობა თბილისში - პოლიციამ ერთი პირი დააკავა - შსს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1990 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, 1971 წელს დაბადებულ ვ.ლ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

„სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მკვლელობაში ბრალდებული ბ.ბ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.