პარლამენტთან აქცია განახლდა
რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. მოქალაქეებს საავტომობილო გზის ნახევარი გადაკეტილი აქვთ.
პარლამენტთან შეკრებილებს ლოზუნგით - „დაიცავი განათლება“, მარშის მონაწილეები შეუერთდნენ.
მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და პარლამენტამდე მარშით მივიდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან გაჩერებამდე, მარშის მონაწილეები მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ მივიდნენ და კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია — დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.