loader

პოლიციამ ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავა დააკავა - რა დეტალებია ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციამ ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავა დააკავა - რა დეტალებია ცნობილი

პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერის, ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, რატი მილორავა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და დააკავეს. შემთხვევა თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რატი მილორავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.