"ქოცებს ჰყავთ ახალი ფარშევანგი…” - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
"ქოცებს ჰყავთ ახალი ფარშევანგი, ვინმე ირაკლი ჯანყარაშვილი, რომელიც იუწყება რომ ვიყავი კიპრზე, კეზერას სანახავად.
ირაკლი, კიპრზე ვიყავი ჩემს სახლში, სამწუხაროდ ვერც ამ და ვერც წინა ჩასვლაზე კეზერას ვერ დავემთხვიე თორემ აუცილებლად ვნახავდი. მეტი სიცხადისთვის ლონდონშია.
და როცა ვნახავ, აუცილებლად ფოტოს დავდებ, როგოც ბოლო ნახვის დროს ზაფხულში.
მესმის რომ ჩემზე წერა ინგეიჯმენტს გიმაატებს მაგრამ ძაან ლენჩობებში ხარ გადასული ძმა," - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.