"აქტიურად მიმდინარეობს მეტროსადგურების რეაბილიტაცია და პროცესი კიდევ 12 სადგურს შეეხება" - ირაკლი კობახიძე
დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემა მეტროს გარეშე წარმოუდგენელია. მას ყოველდღიურად ნახევარი მილიონი თბილისელი თუ დედაქალაქის სტუმარი გადაჰყავს. ამიტომ, ჩვენი ვალია, სისტემის სრულად გამართული და უსაფრთხო მუშაობა უზრუნველვყოთ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეტროს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ პასუხისმგებლობით განაახლა მერიამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.
პრემიერის განცხადებით, მთლიანად შეიცვალა 560 კილომეტრი ძალოვანი სადენები და სავენტილაციო სისტემები, აქტიურად მიმდინარეობს სადგურების რეაბილიტაცია და ეს პროცესი კიდევ 12 სადგურს შეეხება.