თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" 9 თანამშრომელი ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს
მიხეილ ყაველაშვილმა ჩრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 9 თანამშრომელი სახელმწიფო ჯილდოებით - ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
პრესსამსახურის თანახმად, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.