თსუ-სთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები და ლექტორები აქციას მართავენ.
პროტესტის მონაწილეები აპროტესტებენ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ.
სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა თსუ-ს რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან, საჯარო შეხვედრის გამართვა.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, მათ სურთ რექტორთან შეხვედრა პირდაპირ ეთერში და არა დახურულ კარს მიღმა, რადგან, მათი თქმით, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება ყველას ეხება და საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რა ელოდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს.
ვიდეო: გიორგი ჟამერაშვილი