loader

"ივანიშვილი ერთი ხელის მოსმით კლავს საინჟინრო სკოლას საქართველოში - ეს არის გლობალური კატასტროფა..." - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ივანიშვილი ერთი ხელის მოსმით კლავს საინჟინრო სკოლას საქართველოში - ეს არის გლობალური კატასტროფა..." - მიხეილ სააკაშვილი

"ივა­ნიშ­ვი­ლი ერთი ხე­ლის მოს­მით კლავს სა­ინ­ჟინ­რო სკო­ლას სა­ქარ­თვე­ლო­ში - ეს არის გლო­ბა­ლუ­რი კა­ტას­ტრო­ფა, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ის­ვრი­ან მე­სა­მე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში!", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე თსუ-სა და სტუ-ს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ივა­ნიშ­ვილ­მა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ გა­ნათ­ლე­ბას ფასი არ აქვს.

„ივა­ნიშ­ვი­ლი ერთი ხე­ლის მოს­მით კლავს სა­ინ­ჟინ­რო სკო­ლას სა­ქარ­თვე­ლო­ში. სტუ ბევრ ფა­კულ­ტეტ­ზე კარგ გა­ნათ­ლე­ბას აძ­ლევს, კერ­ძოდ კი ენერ­გე­ტი­კა­ზე, გე­ო­ლო­გი­ა­ზე, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბა­ზე, ჰიდ­რო-ინ­ჟი­ნე­რი­ა­ზე, სამ­შე­ნებ­ლო­ზე, სა­ა­ვი­ა­ცი­ო­ზე, ხი­დე­ბის და გვი­რა­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, ტე­ლე­მე­ქა­ნი­კა­ზე. ეს არის გლო­ბა­ლუ­რი კა­ტას­ტრო­ფა, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ის­ვრი­ან მე­სა­მე ხა­რის­ხო­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში! ივა­ნიშ­ვილ­მა თავ­ზე დაგ­ვას­ვა ყვე­ლა­ზე გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი ხალ­ხი (თვი­თონ, ზებ­რა პრე­ზი­დენ­ტი და უამ­რა­ვი სხვა) რი­თაც დაგ­ვა­ნა­ხა, რომ გა­ნათ­ლე­ბას არა­ნა­ი­რი ფასი არ აქვს. ახლა კი გა­მო­ა­ცხა­და ეს კა­ტას­ტრო­ფა ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­უქ­მე­ბით. ბა­თუ­მის ამე­რი­კუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რიც იმი­ტომ მოკ­ლა ჯა­ყომ, რომ იქაც სა­ინ­ჟინ­რო პრო­ფე­სი­ა­ზე იყო მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი. ე.ი. ქარ­თვე­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ, რო­გორც ოლი­გარ­ქის ერთი მო­ლა­პა­რა­კე თავი ამ­ტკი­ცებს, მხო­ლოდ შუ­შის მბე­რა­ვე­ბი, შავი მუ­შე­ბი და მიმ­ტა­ნე­ბი, WTF?“, - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე.

ცნო­ბის­თვის, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის, გივი მი­ქა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი (სტუ) ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან (თსუ) გა­ერ­თი­ან­დე­ბა. აღ­ნიშ­ნულს პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. უკვე მე­ო­რე დღეა, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.