"რუსეთიდან გასვლამდე დარჩენილია 10 საათი... გაგვაფრთხილეს: ჯობს რომ ეგრე გააკეთოთ პრობლემები, რომ აირიდოთო... არ მინდა, ეს მიწევდეს 1 წლის მერე საქართველოში" - ქართველი იუთუბერი რუსეთში მოგზაურობის შემდეგ ვიდეომიმართვას ავრცელებს
ქართველი იუთუბერი კაკო [ნიკა კაკოშვილი], იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელსაც გადააწყდა რუსეთში მოგზაურობისაც.
"Pov: წამოსვლის წინ გაგვაფრთხილეს -რუსეთზე რამე ცუდი თუ გაქვთ წათქვამი წაშალეთო - მადლობა ღმერთს საქართველოში ეს სიტუაცია არაა
საქართველო:
"მეწარმე თუ ისეთ საჯარო პოლიტიკურ აქტივობას განახორციელებს, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, 20 000 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში 40 ০০০."
რუსეთიდან გასვლამდე დარჩენილია 10 საათი. ახლა ბიჭები "რელაქსაობენ", მაგრამ მალე უნდა გადავახარისხოთ მასალები და ის ადგილები, ის მომენტები, სადაც ვლაპარაკობთ ომზე, რუსეთზე, რუსეთში ცხოვრების პირობებზე და ა.შ ყველაფერი უნდა ავტვირთოთ აიქლაუდზე და წავშალოთ და მხოლოდ დავტოვოთ ის ნაწილი, სადაც სიცივეზე, რაღაცა გარემოზე, ეგეთ რაღაცებზე ვლაპარაკობთ. იმიტომ რომ, გაგვაფრთხილეს: ჯობს რომ ეგრე გააკეთოთ პრობლემები, რომ აირიდოთო... არ მინდა, ეს მიწევდეს 1 წლის მერე საქართველოში," - ამბობს ქართველი იუთუბერი კაკო [ნიკა კაკოშვილი] რუსეთში მოგზაურობაზე ვიდეოში, რომელსაც ის მის Instagram-ზე აქვეყნებს.
