"ძალიან მძიმეა ჩემთვის თითოეული ამ სიტყვის დაწერა, მაგრამ დროა" - რატომ დაშორდნენ სოციალურ ქსელში ყველასთვის ნაცნობი "იკა-ნათიას" წყვილი? ნათია წიქარიძე მიმართვას ავრცელებს
სოციალურ ქსელში "იკა-ნათიათ" ცნობილი წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამომწერებს ნათი წიქარიძემ ამცნო:
"თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც წლებია ჩვენს ცხოვრებას თვალს ადევნებთ და გვიყურებდით როგორ გავიზარდეთ. აქამდე გვიცნობდით როგორც წყვილს, როგორც ოჯახს. ბევრი სიხარული და ბევრი მწუხარებაც გვქონდა ცხოვრების გზაზე. ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად და ამიტომ მგონი სწორია, რომ სიმართლე თავად ჩემგან გაიგოთ. ძალიან მძიმეა ჩემთვის თითოეული ამ სიტყვის დაწერა, მაგრამ დროა. მე და ირაკლი საერთო გადაწყვეტილებით ერთმანეთს დავშორდით.
ეს არ არის ერთ დღეში გადადგმული ნაბიჯი და არც იმპულსური გადაწყვეტილება. ეს არის დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი განცდების, სიჩუმეების და გააზრებების შედეგი. რთული, მაგრამ ორივეს მხრიდან გააზრებული გადაწყვეტილებაა. მე არ ვაპირებ დეტალებზე საჯაროდ საუბარს. არსებობს ზღვარი, რომელიც უნდა დავიცვათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამი შვილი გვყავს. ჩვენ ვრჩებით ჩვენი შვილებისთბის საუკეთესო მშობლებად და მეგობრებად. მადლობა ყველას, ვინც წლებია ჩვენთან ხართ. მიყვარხართ!
ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ზოგჯერ რთული გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს, რადგან სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ გვრჩება. სამწუხაროა, მაგრამ ცხოვრება ასეთია. ეს ნაბიჯი დიდი ხნის წინ გადავდგით. მთავარია, ყველამ მშვიდად გავაგრძელოთ გზა," - წერს ნათია წიქარიძე.