loader

"დარწმუნებული ვარ, ამ ისტორიას საერთოდ არ დაიჯერებენ..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დარწმუნებული ვარ, ამ ისტორიას საერთოდ არ დაიჯერებენ..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"დიქტატორის ახალ მამულზე გამახსენდა - პრეზიდენტობის დროს, ადმინისტრაცია ქირაობდა ჩემთვის ორ სართულიან, 4 ოთახიან სახლს დიღომში. იქ იზრდებოდნენ ჩვენი შვილები, სადაც მათ პატარა ეზოში კურდღლები ჰყავდათ გაშვებული და ძალიან მოსწონდათ იქაურობა.

პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისას, დაგვიდგა დრო სახლის დაცლის. ამ დროს გამოჩნდა სახლის მეპატრონე და შემოგვთავაზა ამ სახლის 300 ათას დოლარად ყიდვა, ჩვენ ვუპასუხეთ, რომ სიამოვნებით ვიყიდდით, მაგრამ ამდენი დანაზოგი უბრალოდ არ გვაქვს. მეპატრონეს გულიანად გაეცინა. დარწმუნებული ვარ, ქოც-გრუზინები ამ ისტორიას საერთოდ არ დაიჯერებენ" - წერს მიხეილ სააკაშვილი.