"ერთ მისამართზე, ერთ-ერთ ხუხულაში, სადაც არანაირი ოფისი არ არის, ყალბი NGO-ები რეგისტრირდებიან" - შალვა პაპუაშვილი
ერთ მისამართზე, ერთ-ერთ ხუხულაში, სადაც არანაირი ოფისი არ არის, ყალბი NGO-ები რეგისტრირდებიან, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ესტონეთში არაკომერციულ საქმიანობასთან - მნიშვნელოვანია გავიგოთ ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან აფინანსებდნენ თუ არა ამ თაღლითურ სქემას ევროპული ფულით და იყენებდნენ თუ არა ყალბ NGO-ებს საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.