loader

"გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს" - როგორ აფასებენ განათლების რეფორმის იმ ნაწილს, რომელიც თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას გულისხმობს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს" - როგორ აფასებენ განათლების რეფორმის იმ ნაწილს, რომელიც თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას გულისხმობს?

განათლების რეფორმის ის ნაწილი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას გულისხმობს, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, თუ ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, დაეთანხმება.

განათლების საკითხების მკვლევართა და აკადემიური პერსონალის ნაწილს, საუკუნოვანი ტრადიციის მქონე უნივერსიტეტების გაერთიანება წარმოუდგენლად მიაჩნიათ.

ინიციატივის უკან, ოპოზიცია კი - აკადემიური თავისუფლების სრულად მოსპობასა და ტოტალური კონტროლის მცდელობას ხედავს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ განათლების რეფორმა, როგორც ზოგად, ისე უმაღლეს საფეხურზე, სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას ემსახურება.