დეკანოზი თომა ბექურიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
დეკანოზ თომა ბექურიშვილის მამა გარდაეცვალა.
"მადლობას გიხდით ყველას მამაჩემი თამაზის გარდაცვალების გაზიარებისათვის. უფალმა დაუმკვიდროს თამაზის ცათა სასუფეველი, ჩვენ ყველას კი გვაკმაროს ღმერთმა.
თითოეულმა თქვენგანმა დიდი დახმარება გაგვიწიეთ და თამაზი უკვე თავისით ჭამდა, ვარჯიშობდა და თერაპიას იტარებდა.გუშინწინ ეზიარა, მაგრამ გუშინ უფალს შევვედრა სული მოულოდნელად.
პანაშვიდი პარასკევს და შაბათს 17:00 საათიდან
მისამართი:თბილისი, ვარკეთილი 3, 1 მ.რ., 26 კ, 1 სადარბაზო, 1 სართული
კვირას თამაზი დასვენებული იქნება ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში 12:00-დან 14:00 საათამდე.
გასვენება – 14:00 ამავე ეკლესიიდან.
მისამართი:საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა 34-ა
განსაკუთრებული მადლობა მამა იაკობ უშიკაშვილს თანადგომისა და დიდი სიყვარულისთვის," - წერს დეკანოზი თომა ბექურიშვილი.