loader

თსუ-სთან აქცია ლოზუნგით - „დაიცავი განათლება“ მიმდინარეობს - სტუდენტები რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თსუ-სთან აქცია ლოზუნგით - „დაიცავი განათლება“ მიმდინარეობს - სტუდენტები რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას ითხოვენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე თსუ-სა და სტუ-ს სტუდენტები, ასევე, სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეები განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებას აპროტესტებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე.

სტუდენტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება დაანონსებული განათლების რეფორმით განათლების სისტემას აზიანებს.

აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლების მიზანია კადრების შემცირება და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ლექტორების გათავისუფოება.

ადგილზე შეკრებილები მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ უგულებელყონ სტუდენტებისა და ლექტორების ნება და თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების შესახებ ინიციატივა უკან წაიღონ.

თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილი სტუდენტები რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას მოითხოვენ.

სტუდენტების განცხადებით, ჯაბა სამუშია ვალდებულია უნივერსიტეტი სახელმწიფოს ჩარევისგან დაიცვას.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ჯაბა სამუშია სტუდენტებს არ შეხვდება.

ვიდეო: MO SE