"ოპოზიცია ამ დროს რას აკეთებსო - ვიღაც დაბნეული ქალი მომადგა..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?
"ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ამომრჩევლებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
"ოპოზიცია ამ დროს რას აკეთებსო - ვიღაც დაბნეული ქალი მომადგა.
მეგობრებო - ფედერალისტები ზუსტად იმას ვაკეთებთ, რაც ფედერალისტებს, ანუ ჩვენს ამომრჩეველს უნდა.
თუ გაინტერესებთ ვინაა და როგორია ჩვენი ამომრჩეველი - შებრძანდით ფედერალისტების გვერდზე და გადახედეთ კამპანიას "გახდი ფედერალისტი" - ძალიან ბევრ გონიერ, პრინციპულ და სიმპატიურ ქართველს ნახავთ.ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას ვასრულებთ და ასე ვაპირებთ გაგრძელებას.
ყველამ იპოვეთ თქვენი შესაფერისი პარტია და იმას მოთხოვეთ იმის კეთება, რაც თქვენ გსურთ.პასუხიც მას მოსთხოვეთ.მე იმის ლიდერობა შემიძლია, ვინც მე მენდობა. ვინც მე არ მენდობა, იმან სხვა ლიდერი იპოვეთ."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.