loader

ხატია ბუნიათიშვილი და პრეზიდენტი მაკრონი „Pièces Jaunes“- ის გალა კონცერტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხატია ბუნიათიშვილი და პრეზიდენტი მაკრონი „Pièces Jaunes“- ის გალა კონცერტზე

ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ფოტო „Pièces Jaunes“-ის საქველმოქმედო გალა-კონცერტიდან არის, რომელიც საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და სიმბოლურ სოციალურ ღონისძიებად ითვლება.

საქველმოქმედო გალა-კონცერტიდან შემოსული თანხები ხმარდება ბავშვთა საავადმყოფოების ინფრასტრუქტურის, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ეს ღონისძიება საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური საქველმოქმედო საღამოა, სადაც კულტურა, პოლიტიკა და სოციალური პასუხისმგებლობა ერთიანდება.