გაზით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა და აალდა - რა ხდება ამ წუთებში ჟინვალი-ანანურის მონაკვეთთან, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალი–ანანურის მონაკვეთზე გაზით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა და აალდა.
შემთხვევის შედეგად მძღოლი მსუბუქად დაშავდა და ის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც, „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.