loader

"ჩემი დედას შ... თუ ხერხემალში არ გადავამტვრიო ორივე, "იმენა" გაინძერი" - ვრცელდება ფარულად გადაღებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები; დაკავებულია 6 წევრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი დედას შ... თუ ხერხემალში არ გადავამტვრიო ორივე, "იმენა" გაინძერი" - ვრცელდება ფარულად გადაღებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები; დაკავებულია 6 წევრი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების თანამშრომლებმა, დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მათ შორის ერთი ლიდერი, რომლებიც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და უკანონოდ, ფარულად დაუფლებულ ნივთებს, წინასწარი შეთანხმებით, სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ.

როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულთა შორის არიან ის მოვაჭრეები, რომლებიც იბარებდნენ ნაქურდალს, შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით.

მისი განმარტებით, დაკავებულთაგან ორი არასრულწლოვანია.