loader

"ქვეითად მოსიარულე 18 წლის გოგო, რომელსაც მთვრალ მდგომარეობაში მყოფი პირი ავტომობილით შეეჯახა, ადგილზე დაიღუპა" - შსს ბრალდებულის დაკავების კადრებს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქვეითად მოსიარულე 18 წლის გოგო, რომელსაც მთვრალ მდგომარეობაში მყოფი პირი ავტომობილით შეეჯახა, ადგილზე დაიღუპა" - შსს ბრალდებულის დაკავების კადრებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია - 1992 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული მსუბუქი ავტომობილით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე - 2007 წელს დაბადებულ ა.კ.-ს. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.კ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.