ცვლილება, რომელიც 1-ელი მარტიდან ამოქმედდება, ვის შეეხება ახალი გადაწყვეტილება - "დასაქმებისთვის საჭირო იქნება ნებართვის მოპოვება, სამინისტროს მოუწევს ინდივიდუალურად, გადაწყვეტილების მიღება"
მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესები იცვლება. აღნიშნულს "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ „უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვისა და განვითარების მიზნით“, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს.
იმისთვის, რომ უცხოელმა თანამშრომელმა კანონიერად იმუშაოს, 1-ელი მარტიდან საჭიროა: შრომითი ხელშეკრულების გაფორმება; „შრომითი საქმიანობის უფლება“ და მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან D1 კატეგორიის ვიზა.
ცვლილებაზე უფრო დეტალურად, "პალიტრავიდეოს" იურიდიული კომიტეტის თავმჯდოპმარე, ვახტანგ შურღაია ესაუბრა.