ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა - ტრაგედია გარდაბანში
გარდაბანში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა.
მოზარდი ავტომაგისტრალის გადაკვეთას ცდილობდა, როდესაც მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიცია.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსი" 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.