"ეს ვიდეო მათთვის არის ვინც დედის ჩაბარებას მთავაზობდა, ვინც მეუბნებოდა, რომ სხვები უკეთ მოუვლიდნენ" - ემიგრანტი ანა ბარბაქაძე, რომელიც დემენციის დიაგნოზის მქონე დედასთან ერთად კანადაში ცხოვრობს, ემოციურ კადრებს აქვეყნებს
"ეს ვიდეო მათთვის არის ვინც დედის ჩაბარებას მთავაზობდა. ვინც მეუბნებოდა, რომ სხვები უკეთ მოუვლიდნენ ჩემს დედოფალს . ღმერთმა ესეც გაჩვენათ. ღმერთმა დაგანახათ რომ - ცდებით!" - ამის შესახებ ემიგრანტი ანა ბარბაქაძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, ანა ბარბაქაძე კანადაში შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც დემენციის დიაგნოზი აქვს. ანა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც გულწრფელად ჰყვება თავის ცხოვრების შესახებ.