"იცით თუ არა, რომ…" - ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
"იცით თუ არა, რომ… ფაქტები ანგრევს პროპაგანდას! პ.ს. მეგობრებო, ასეთი ბევრი “იცით თუ არა რომ… ” ფაქტები იქნება, იმ ახალგაზრდებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის" - წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.