loader

მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტი­ამ პირდაპირ ეთერში ცო­ლს ოფი­ცი­ა­ლუ­რად სთხო­ვა ხელი - ტელეშოუში სტუმრობისას, ბიზნესმენმა დუ­მი­ლი დაარღვია და „ნა­ჯა­ხით თავ­დას­ხმის“, გავრცელებული სის­ხლი­ა­ნი კად­რე­ბის შემდეგ, ბევ­რად უფრო ბნელი და და­უ­ჯე­რე­ბელი დე­ტა­ლები გაასაჯაროვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტი­ამ პირდაპირ ეთერში ცო­ლს ოფი­ცი­ა­ლუ­რად სთხო­ვა ხელი - ტელეშოუში სტუმრობისას, ბიზნესმენმა დუ­მი­ლი დაარღვია და „ნა­ჯა­ხით თავ­დას­ხმის“, გავრცელებული სის­ხლი­ა­ნი კად­რე­ბის შემდეგ, ბევ­რად უფრო ბნელი და და­უ­ჯე­რე­ბელი დე­ტა­ლები გაასაჯაროვა

მოს­კო­ვის ოლ­ქის ვაჭ­რო­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნი, მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია, 8-თვი­ა­ნი დუ­მი­ლის შემ­დეგ სკან­და­ლურ აღ­სა­რე­ბას აბა­რებს. ის­ტო­რია, რო­მე­ლიც 2025 წლის აპ­რილ­ში „ნა­ჯა­ხით თავ­დას­ხმით“ და სის­ხლი­ა­ნი კად­რე­ბით და­ი­წყო, სი­ნამ­დვი­ლე­ში ბევ­რად უფრო ბნელ და და­უ­ჯე­რე­ბელ დე­ტა­ლებს მა­ლავს. ცოლ-ქმა­რი მა­ლა­ხო­ვის შოუს სტუმ­რობ­დნენ.

სუ­რო­გა­ცი­ის ნაც­ვლად მო­ტყუ­ე­ბით და­ორ­სუ­ლე­ბა?

ხუ­ბუ­ტია იხ­სე­ნებს, რომ მო­დელ იუ­ლია ვან­თან (ნამ­დვი­ლი გვა­რი ივა­ნო­ვა) ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ვი­დან­ვე ფი­ნან­სურ გა­რი­გე­ბა­ზე იყო აგე­ბუ­ლი. მო­დელ­მა მას ე.წ. „ბიზ­ნეს-პრა­ი­სით“ მი­მარ­თა: თვე­ში 1 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი (და­ახ­ლო­ე­ბით $10,000), რაც 10 ღა­მეს, ორ ცეკ­ვა­სა და „გა­მო­ძა­ხე­ბით“ მომ­სა­ხუ­რე­ბას მო­ი­ცავ­და.

ამ ის­ტო­რი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შო­კის­მომ­გვრე­ლი დე­ტა­ლი ბავ­შვის გა­ჩე­ნის სა­კი­თხია. მას შემ­დეგ, რაც ხუ­ბუ­ტი­ამ და მის­მა მე­უღ­ლემ, ეკამ, შვი­ლი და­კარ­გეს, ეკა თა­ვად სთხოვ­და ქმარს, კი­დევ ერთი შვი­ლი სუ­რო­გა­ტი დე­დის დახ­მა­რე­ბით გა­ე­ჩი­ნათ. მა­სა­ლის შეგ­რო­ვე­ბის პრო­ცეს­ში ხუ­ბუ­ტი­ამ დახ­მა­რე­ბის­თვის იუ­ლი­ას მი­მარ­თა.

"მას უნდა დახ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და. სწო­რედ მა­შინ დავ­შორ­დით, თუმ­ცა იან­ვარ­ში მი­თხრა: „მიშ, ორ­სუ­ლად ვარ“. მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ მა­სა­ლა თა­ვის­თვის შე­ე­ნა­ხა და და­ორ­სუ­ლე­ბუ­ლი­ყო. მე რე­ლი­გი­უ­რი და წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ - მო­მა­ტყუა, მაგ­რამ არ მი­ვა­ტო­ვე. ახლა სე­რი­ო­ზუ­ლად მე­ეჭ­ვე­ბა, რომ ეს ჩემი შვი­ლი იყოს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის ერ­თდრო­უ­ლად სხვა­დას­ხვა ადა­მი­ანს ხვდე­ბო­და“, - ამ­ბობს ხუ­ბუ­ტია.

წყვილს ქა­ლიშ­ვი­ლი, ნი­კო­ლი ჰყავს. მი­ხე­ი­ლის თქმით, მან იგ­რძნო, რომ შვი­ლის დე­და­ზე უნდა ეზ­რუ­ნა და იუ­ლი­ას სახ­ლი, მან­ქა­ნა და ბიზ­ნე­სი უყი­და, თუმ­ცა კონ­ფლიქ­ტი სწო­რედ ბავ­შვის მოვ­ლის გამო და­ი­წყო. ხუ­ბუ­ტია იხ­სე­ნებს, რომ მო­დე­ლი ცუდი დედა იყო და მას შემ­დეგ, რაც შე­ი­ტყო, რომ იუ­ლი­ამ გო­გო­ნა ღა­მით სახ­ლში მარ­ტო და­ტო­ვა, მათ შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

"სა­ბე­დის­წე­რო ქალი" და და­ღუ­პუ­ლი მდი­და­რი მსხვერ­პლი

პროგ­რა­მა­ში გა­სა­ჯა­როვ­და ინ­ფორ­მა­ცია იუ­ლია ვა­ნის წარ­სულ­ზეც. სო­ჭის მკვიდ­რი, ანა კირ­სა­ნო­ვა ჰყვე­ბა ის­ტო­რი­ას მა­მა­კაც­ზე, სა­ხე­ლად კო­რე­ნი, რო­მე­ლიც იუ­ლი­ამ ფაქ­ტობ­რი­ვად გა­ა­ნად­გუ­რა. კო­რენ­მა მო­დე­ლის გამო ყვე­ლა­ფე­რი გა­ყი­და, ბო­ლოს კი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. იუ­ლი­ას „სა­ბე­დის­წე­რო ქალს“ უწო­დე­ბენ, რო­მელ­საც მა­მა­კა­ცე­ბის­თვის მხო­ლოდ უბე­დუ­რე­ბა მო­აქვს.

შავი მა­გია: "ჩა­ი­ში რა­ღა­ცებს მი­მა­ტებ­და"

აღ­მოჩ­ნდა, რომ მო­დე­ლი და დე­და­მი­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყე­ნებ­დნენ ოკულ­ტურ მე­თო­დებს მდი­და­რი მა­მა­კა­ცე­ბის და­სა­მორ­ჩი­ლებ­ლად. გა­სა­ჯა­როვ­და ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც იუ­ლია „ჯა­დო­ქარს“ ხუ­ბუ­ტი­ას „და­მო­ნე­ბას“ და ცოლ­თან და­შო­რე­ბას სთხოვს.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩა­ი­ში რა­ღა­ცებს მი­მა­ტებ­და. მას ჩემი სიკ­ვდი­ლი და ქო­ნე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა სურ­და. მისი მი­ზა­ნი იყო, ან ცი­ხე­ში ჩა­ვეს­ვი, ან სა­ერ­თოდ მო­ვე­კა­ლი,“ - ამ­ბობს ბიზ­ნეს­მე­ნი.

ეკა ხუ­ბუ­ტია: „შევ­ხე­დე და შე­მე­ცო­და...“

ამ ამ­ბავ­ში ყვე­ლა­ზე შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ფი­გუ­რა ხუ­ბუ­ტი­ას მე­უღ­ლე, ეკა აღ­მოჩ­ნდა. 39-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სა და შვი­ლის და­კარ­გვის ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, ეკამ შეძ­ლო და ქმარს ღა­ლა­ტი აპა­ტია.

"ის ისე­თი გა­ტე­ხი­ლი და სა­ცო­და­ვი დამ­ხვდა, რომ გული მო­მიკ­ვდა. მუხ­ლებ­ში ჩა­მი­ვარ­და, ტი­რო­და... 39 წელი ერ­თად ვართ, ჩვენ ერთი მთლი­ა­ნო­ბა ვართ. დიახ, მან მი­ღა­ლა­ტა, მაგ­რამ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მისი მი­ტო­ვე­ბა არ შე­მეძ­ლო. ის ჩემი სხე­უ­ლის ნა­წი­ლია.“

მო­უ­ლოდ­ნე­ლი ფი­ნა­ლი: ქორ­წი­ლი პირ­და­პირ ეთერ­ში

8-თვი­ა­ნი ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტი­ამ გა­და­წყვი­ტა, რომ ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც მას არას­დროს უღა­ლა­ტა, მისი ცო­ლია. ინ­ტერ­ვი­უს და­სას­რულს, ბიზ­ნეს­მე­ნი ცო­ლის წინ მუხ­ლებ­ზე და­ეშ­ვა, ბე­ჭე­დი მი­არ­თვა და ოფი­ცი­ა­ლუ­რად სთხო­ვა ხელი.

ეკამ ქმარს აპა­ტია. დღეს ხუ­ბუ­ტია ამ­ბობს, რომ იუ­ლია ვა­ნის ჯა­დო­ე­ბი „გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლია“ და ის თა­ვის ერ­თა­დერთ „დე­დო­ფალ­თან“ ერ­თად იწყებს ცხოვ­რე­ბას ახა­ლი ფურ­ცლი­დან.

წყარო: Ambebi.ge