რა დეტალები ხდება ცნობილი დმანისში მომხდარ ფემიციდის ფაქტზე და ვინ არის მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული პირი?
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარაბულახში ქმარმა ცოლი მოკლა. დანაშაული გულიევების საცხოვრებელ სახლში მოხდა. ჩვენი ინფორმაციით სპანდიარ გულიევმა ცოლს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. მიყენებული დაზიანებებით ქალი გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
როგორც ამბობენ, მომხდარს წინ უძღოდა კონფლიქტი. ადგილობრივები გვიდასტურებენ, რომ დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი.
“ახლა მივდივარ შემთხვევის ადგილზე. გიდასტურებთ, რომ მკვლელობა მოხდა. მკვლელობა ჩაიდინა სპანდიარ გულიევმა, მოკლა ცოლი. რატომ მოკლა, ეს ჯერ არ ვიცი. მალე ვიქნები იქ და მეტი დეტალი მოგვიანებით მეცოდინება. ისე ადგილობრივ ხელისუფლებას არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია იმაზე, რომ ამ ოჯახში რაიმე კონფლიქტი იყო და რომ ეს კაცი ცოლზე ძალადობდა. რა მოხდა არ ვიცი ჯერ. გზაში ვარ" - ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ სოფელ კარაბულახიში ზულფუგარ მიქაილოვი. განაგრძეთ კითხვა...