loader

"შო­კი­რე­ბუ­ლი ვართ ამ ამ­ბით და ვერ აგ­ვიხ­სნია...სამი შვი­ლის მამა იყო... ერთი თვის წინ ვნა­ხე სო­სოს დედა" - რას ჰყვებიან სუს-ის გარდაცვლილ თანამშრომელზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შო­კი­რე­ბუ­ლი ვართ ამ ამ­ბით და ვერ აგ­ვიხ­სნია...სამი შვი­ლის მამა იყო... ერთი თვის წინ ვნა­ხე სო­სოს დედა" - რას ჰყვებიან სუს-ის გარდაცვლილ თანამშრომელზე?

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლის, 52 წლის სი­მონ (სოსო) წა­ქა­ძის ცხე­და­რი 26 იან­ვარს, სუს-ის შე­ნო­ბას­თან, "ჰი­უნ­და­ის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში ნა­ხეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­ქა­ნა­ში ნა­ხეს წე­რი­ლიც, თუმ­ცა მისი ში­ნა­არ­სი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ხმა­ურ­დე­ბა.

სოსო წა­ქა­ძე ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­ო­რე სვი­რი­დან იყო. მას და მის ოჯახს მთე­ლი სო­ფე­ლი იც­ნობს და ყვე­ლა გა­ნიც­დის მომ­ხდარს. გარ­დაც­ვლი­ლი უკვე მი­ას­ვე­ნეს მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში და ოჯა­ხი სამ­ძი­მარს იღებს. თა­ნა­სოფ­ლე­ლებს ძა­ლი­ან უკ­ვირთ მომ­ხდა­რი, ამ­ბო­ბენ, რომ მთა­ვარ კი­თხვა­ზე პა­სუხს გა­მო­ძი­ე­ბის­გან ელო­დე­ბი­ან. მათი თქმით, სოსო დეპ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი არ იყო.

"ძა­ლი­ან კარ­გი პი­როვ­ნე­ბა იყო, მას­ზე ცუდს ვე­რა­ვინ იტყვის. პა­ტი­ო­სა­ნი, გა­და­სა­რე­ვი ოჯა­ხის შვი­ლი, თვი­თო­ნაც კარ­გი ცოლ-შვი­ლის პატ­რო­ნი. მამა გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს, მისი დედა, ქალ­ბა­ტო­ნი გუ­ლი­კო მე­ო­რე სვი­რის სკო­ლის პე­და­გო­გი გახ­ლდათ, უამ­რა­ვი მოს­წავ­ლე აღ­ზარ­და.

არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი შექ­მნა, სოფო, მისი მე­უღ­ლე, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია, სამი შვი­ლის მამა იყო, სამი ქა­ლიშ­ვი­ლის, ჰყავს ტყუ­პი გო­გო­ნე­ბი და მერე კი­დევ შე­ე­ძი­ნათ გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სკო­ლის მოს­წავ­ლეა. ძა­ლი­ან თბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ყვე­ლას დამ­ხმა­რე, ყვე­ლას გვერ­დში მდგო­მი, რა მოხ­და და რა­ტომ, არ ვი­ცით. დე­და­მი­სი ღირ­სე­უ­ლი და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გია, ახლა პენ­სი­ა­შია, მაგ­რამ დღემ­დე აქვს თა­ვის კო­ლექ­ტივ­თან კავ­ში­რი.

სო­სოს მე­უღ­ლე - სოფო უცხო­ეთ­შია, თით­ქმის 8 წე­ლია, რაც ემიგ­რან­ტია, შარ­შან იყო ჩა­მო­სუ­ლი.

ალ­ბათ, სა­დღაც ერთი თვის წინ ვნა­ხე სო­სოს დედა, გვიყ­ვე­ბო­და, - სო­სომ ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და ახლა ძა­ლი­ან კარ­გად არი­სო. უხა­რო­და ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ რომ და­იკ­ლო წო­ნა­ში. მსუ­ქა­ნი ბიჭი იყო და უჭირ­და მოძ­რა­ო­ბა. რო­გორც დე­დამ გვი­თხრა, - სა­უ­კე­თე­სო ექიმ­თან და სა­უ­კე­თე­სო კლი­ნი­კა­ში გა­ი­კე­თა ოპე­რა­ცია...

სო­სოს ტყუ­პი გო­გო­ნე­ბი უკვე დი­დე­ბი არი­ან, ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჩვენს სო­ფელ­ში - მე­ო­რე სვირ­ში გა­თხოვ­და, ამა­ყობ­და კი­დეც სოსო, - თბი­ლის­ში გაზ­რდილ­მა გო­გომ სო­ფელ­ში მო­ინ­დო­მა ცხოვ­რე­ბაო. კარ­გი ოჯა­ხი აქვს, ორი შვი­ლი ჰყავს. მოკ­ლედ, სოსო ბა­ბუ­აც იყო, თან სა­უ­კე­თე­სო ბა­ბუა.

ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი ჰქონ­და, პა­ტა­რა გო­გო­ნა სკო­ლის მოს­წავ­ლეა. მისი მე­უღ­ლე ემიგ­რა­ცი­ა­ში რომ წა­ვი­და, სო­სოს დედა, ქალ­ბა­ტო­ნი გუ­ლი­კოც წა­ვი­და თბი­ლის­ში. ის იყო შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან, ეხ­მა­რე­ბო­და სო­სოს შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში. ამ ტრა­გე­დი­ის დრო­საც ქალ­ბა­ტო­ნი გუ­ლი­კო თბი­ლის­ში იყო. სო­ფოს ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლამ­დე ვიცი, რომ ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­და ოჯა­ხი, ახლა არ ვიცი, აქვთ თუ არა თბი­ლის­ში ბინა. ამ თე­მა­ზე მათ­თან არ მი­სა­უბ­რია. შო­კი­რე­ბუ­ლი ვართ ამ ამ­ბით და ვერ აგ­ვიხ­სნია, რა­ტომ უნდა მო­ეკ­ლა სო­სოს თავი. დეპ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი არ იყო, სულ ღი­მი­ლით მხვდე­ბო­და... ქალ­ბა­ტონ გუ­ლი­კოს­თან ძა­ლი­ან ხში­რად მქონ­და კონ­ტაქ­ტი, მაგ­რამ არას­დროს უთ­ქვამს, რომ რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და სო­სოს”, - უყვება გარ­დაც­ვლი­ლის თა­ნა­სოფ­ლე­ლი ambebi.ge-ს.

განაგრძეთ კითხვა>>>