loader

სად და რამდენი ხნით შეიზღუდება მოძრაობა 27 იანვარს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სად და რამდენი ხნით შეიზღუდება მოძრაობა 27 იანვარს?

თბილისის მერიის ინფორმაციით, სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 იანვარს, 00:00 საათიდან 05:00 საათამდე ორ მისამართზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება:

კერძოდ, საბურთალოს რაიონში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი სააკაძის დაღმართიდან მარჯვენა სანაპიროსკენ ჩამავალ გზაზე; ხოლო დიდუბის რაიონში შეზღუდვა იმოქმედებს დავით აღმაშენებლის გამზირი N193-ის მიმდებარედ საავტობუსო ზოლში.

„აღნიშნულ მისამართებზე სანიაღვრე ჭების შეცვლას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. თბილისის მერია და „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“,- ნათქვამია ინფორმაციაში.