გიორგი ვაშაძის კომენტარი მას შემდეგ, რაც 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა
თბილისის საქალაქო სასამართლომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ე.წ. საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის საქემზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 - ლარიანი გირაო შეუფარდა.
გარდა გირაოს შეფარდებისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაშაძეს საგამოძიებო უწყებისთვის პირადობისა და პასპორტის ჩაბარებაც დაევალა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გამოაცხადა.
სასამართლომ გიორგი ვაშაძეს გირაოს თანხის გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.