"მაპატიე ცოცხალს რომ ვეღარ ჩამოგისწარი..." - ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც მისი სტატუსიდან ირკვევა ტოჩინოშინს ბებია გარდაეცვალა .
"ყოველ დარეკვაზე სულ მპირდებოდი სანამ არ ჩამოხვალ არ მოვკვდები უნდა ვიცოცხლო შენ ჩამოსვლამდეო!
მაპატიე ბებო ცოცხალს რომ ვეღარ ჩამოგისწარი უფალს ებარებოდეს შენი ტკბილი სული" - წერს ლევან გორგაძე და ვიდეოს ავრცელებს.