loader

ცნობილია, მუხრანში მომხდარ, ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულების ვინაობა - “გლო­ვაა ჩვენს სო­ფელ­ში და ყვე­ლა სა­შინ­ლად გა­ნიც­დის" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, მუხრანში მომხდარ, ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულების ვინაობა - “გლო­ვაა ჩვენს სო­ფელ­ში და ყვე­ლა სა­შინ­ლად გა­ნიც­დის"

მცხე­თის რა­ი­ო­ნის, სო­ფელ მუხ­რან­ში 2 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ორი პირი და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი არი­ან. რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, და­ნა­შა­უ­ლი 24 იან­ვარს მუხ­რა­ნის ცენ­ტრში ხალ­ხის თვალ­წინ მოხ­და - ჩა­ცხრი­ლეს მუხ­რა­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ზურა სა­ნა­მაშ­ვი­ლი და გია ქი­ლარ­ჯი­ა­ნი, რის შემ­დეგ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და მისი თან­მხლე­ბი პირი უკვე და­ა­კა­ვეს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი არი­ან.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 2 პირი: 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ც. და 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.მ. და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა, თან­მხლებ პირ­თან ერ­თად, მიმ­დი­ნა­რე წლის 24 იან­ვარს, მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა - 1980 წელს და­ბა­დე­ბულ ზ.ს.-ს და 1985 წელს და­ბა­დე­ბულ გ.ქ.-ს. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შემ­დეგ ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. პო­ლი­ცი­ამ საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე ორი­ვე პირი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში. განაგრძეთ კითხვა