loader

"დაჩოქების ვიდეო არ ვარგა და კიდევ უნდა გცემოო, ზემოდან შემდგა, ვკანკალებდი, გული მიმდიოდა" - 16 წლის მოზარდის შოკისმომგვრელი ინტერვიუ, რომელიც თბილისში, არასრულწლოვნებმა სცემეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაჩოქების ვიდეო არ ვარგა და კიდევ უნდა გცემოო, ზემოდან შემდგა, ვკანკალებდი, გული მიმდიოდა" - 16 წლის მოზარდის შოკისმომგვრელი ინტერვიუ, რომელიც თბილისში, არასრულწლოვნებმა სცემეს

16 წლის მოზარდი, რომელიც "რუსთავი 2"-ს ინტერვიუზე დათანხმდა, ნეონაცისტური დაჯგუფების მსხვერპლია. დანაშაულებრივი ქსელის სამიზნე ის პირველად მაშინ გახდა, როდესაც ნაცნობმა გოგონამ რუსთაველის ძეგლთან მიიტყუა. აქ არასრულწლოვანს სხვა მოზარდები ელოდნენ. მათ ერთმანეთში ჯეირანი ითამაშეს იმის გასარკვევად, თუ ვინ სცემდა პირველი 16 წლის მსხვერპლს.

რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ნეონაცისტების შეკრების ერთ-ერთი ადგილი იყო, თუმცა არა ერთადერთი. 16 წლის ბიჭის მიმართ ძალადობა რამდენიმე დღეში სხვა ლოკაციაზე გაგრძელდა. აქ მოზარდი კიდევ ერთხელ სცემეს, დააჩოქეს და ფაშისტური დაჯგუფების წევრებისთვის ბოდიში მოახდევინეს იმის გამო, თითქოს დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.