"აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი 100%-ით მზად არის - ველოდებით ჩვენი პარტნიორებიდან თარიღსა და ადგილს ხელმოსაწერად" - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი 100 პროცენტით მზადაა ხელმოწერისთვის.
„დოკუმენტი 100 პროცენტით მზადაა. ველოდებით ჩვენი პარტნიორების მიერ მზადყოფნის დადასტურებას, თარიღსა და ადგილს, როდესაც მას ხელს მოვაწერთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე.