გივი თარგამაძემ საპატიმრო დატოვა
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გივი თარგამაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.
გივი თარგამაძე 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს. ოპოზიციონერი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ მივიდა, რაც მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.