ინდოეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მომაკვდინებელი “ნიპას” ვირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
ინდოეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მომაკვდინებელი “ნიპას” ვირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯანდაცვის წარმომადგენლები კარანტინისა და მეთვალყურეობის ზომებს იღებენ.
„Hindu“, „The Telegraph“ და „The Independent“-ის ინფორმაციის თანახმად, დასავლეთ ბენგალის შტატის ქალაქ კოლკატასთან ახლოს მდებარე კერძო საავადმყოფოს ორი ექთანი დაინფიცირდა ვირუსით, რომელიც ზოონოზურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ცხოველებსა და ადამიანებს შორის ვრცელდება.