“ უსაფრთხო და მშვიდ ქვეყანაში მინდა ცხოვრება” - რა შეემთხვა გურამ შეროზიას?
ბლოგერი გურან შეროზია წერს, რომ მას მანქანა გაუტეხეს.
მისი თქმით, წაიღეს პირადი ნივთები.
"მანქანის შუშა გამიტეხეს, ველქამ თუ 90-იანები.
მყავს დაზღვეული, გავუგზავნე ფოტოები, რეაგირება წამიერი, მირიცხავენ თანხას და ნომერიც კი მომცეს, სად უნდა შევაკეთო. ძალიან კმაყოფილი ვარ.
მოიპარეს სავარჯიშო ტყავის ჩანთა, პატარა, შიგნით იდო თითქმის დაცლილი ივ როშეს შამპუ, ოფლიანი ნაცრისფერი შორტი, მაისური, გასარეცხი წინდები და ტრუსი, ეთქვათ ჩემით მივცემდი მაგ ჩემისებს.
პატრულიც დროულად მოვიდა. კამერა იყო თავზე მანქანის, დიდი იმედი მაქვს იპოვიან და დაიჭერენ, ზარალი არ მაქვს დიდი, მაგრამ უსაფრთხო და მშვიდ ქვეყანაში მინდა ცხოვრება. ამიტომ ბოლომდე მივყვები და გაცნობებთ, რა და როგორ განვითარდება!" - წერს გურამ შეროზია.