თამუნა ამონაშვილის შვილები მოინათლნენ - სად გაიმართა ნათლობის რიტუალი და ვინ არიან ტყუპების ნათლიები?
მომღერალ თამუნა ამონაშვილის და რეზიკო არჩვაძის ტყუპები გაქრისტიანდნენ. ფოტოები სოციალურ ქსელში პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ გამოაქვეყნა.
„გაქრისტიანდნენ ჩვენი ტყუპები იონა მელანია უფალს ებარებოდეთ”-წერს ნატო დუმბაძე.
ნათლობის რიტუალი ფერიის მთაზე მდებარე მონასტერში მამა ბართლომემ შეასრულა. როგორც ფოტოებიდან ირკვევა, პატარების ნათლიები არიან ნატო დუმბაძე და პროდიუსერი გია გუმბერიძე.
მომღერალი თამუნა ამონაშვილი 16-წლიანი ლოდინის შემდეგ დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, რეზიკო არჩვაძეს, ქალ-ვაჟი შეეძინათ.