loader

„ფილარმონიიდან“ პარლამენტისკენ მარში - „დაიცავი განათლება“, მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ფილარმონიიდან“ პარლამენტისკენ მარში - „დაიცავი განათლება“, მიმდინარეობს

„ფილარმონიიდან“ პარლამენტისკენ სახელწოდებით „დაიცავი განათლება“ მარში მიმდინარეობს.

დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მიერ განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმას.

პროტესტში მონაწილეობენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

მარშზე აქციის ორგანიზატორებმა დააანონსეს, რომ 31 იანვარს, 13:00 საათზე, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება ფორუმი სახელწოდებით — „დაიცავი განათლება“.

მარშის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოს დროშა. ასევე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერებით: „ცოდნა ძალაა!”, „ჩვენი ცოდნა არ იყიდება!”

საბოლოოდ, აქცია, ტრადიციულად, პარლამენტთან გაგრძელდება.