loader

თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს

საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდებასაახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე 25 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა

ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს.სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე

ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით).გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.