loader

რა წერია გიგა ავალიანის ერთ-ერთი მოსწავლის, ნ.ი-ს წერილში, რომელსაც გოგონას დედა ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა წერია გიგა ავალიანის ერთ-ერთი მოსწავლის, ნ.ი-ს წერილში, რომელსაც გოგონას დედა ავრცელებს

რა წერია გიგა ავალიანის ერთ-ერთი მოსწავლის, ნ.ი-ს წერილში, რომლსაც გოგონას დედა ავრცელებს.

"ნუთუ მე კითხვები, რომ დავსვი მასწავლებლის ქცევებზე, ამ კითხვებმა იმსხვერპლა გიგა ავალიანი? ნორმალური იყო მისი ქცევა ჩემს მიმართ? მართალი ვიყავი? ვკითხე მშობლებს, რატომ არ დამიჯერეს? ვკითხე მასწავლებელს, რატომ არ მიპასუხა? ისე, ბოლომდე სიმართლე ვერავის ვუთხარი. როცა მე ვსვამდი კითხვებს,

პასუხებს ვერ ვღებულობდი, ახლა კი ყველა მე მეკითხება, რა მოხდაო. ვიკითხე, მასწავლებელი კომპლიმენტებს რომ მეუბნებოდა, იყო თუ არა ეს ნორმალური? ვიკითხე, მასწავლებელმა თუ გაცილება შემომთავაზა, არის თუ არა ეს ნორმალური? ვიკითხე, რატომ უნდა მოიწყინოს მასწავლებელმა, თუ მე გაკვეთილზე სიცხის

გამო ვერ მივდივარ? ვიკითხე იმდენი, რამდენიც გავბედე, რისიც არ მომერიდა… მაგრამ ვერ ვიკითხე: მასწავლებელი რომ შემეხო, ეს ნორმალურია? რაც ვიკითხე, იმაზე ვერ მივიღე პასუხები. ჩემი კითხვების გამო ადამიანი გარდაიცვალა. ჩემი კითხვების გამო ჩემი მეგობრების ოჯახებიც გაუბედურდნენ. ჩემი კითხვების ბრალია თუ უპასუხოს დატოვებული კითხვების? ყველა მეცოდება, ყველა, ვისაც ჩემს მიერ დასმული კითხვების გამო რამე დაემართა… არ ვიცოდი… არ დავუშვებდი." - წერია გავრცელებულ წერილში.

ცნობისთვის, ახალგაზრდა მასწავლებელს, 3 ოქტომბერს ჩაუსაფრდნენ, სცემეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს. მიყენებული დაზიანებით ის კლინიკაში გარდაიცვალა.

22-1769242474.png