loader

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - აქციაზე მივიდა გიორგი ვაშაძე, რომელიც პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - აქციაზე მივიდა გიორგი ვაშაძე, რომელიც პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ ტროტუარზე გამოხატავენ პროტესტს.

აქციას შეუერთდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც, რომელიც პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

დემონსტრანტებს რუსთაველის გამზირზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საპროტესტო პლაკატები წარწერით: „სად უნდა თქვათ, ტროტუარზე დგომისთვის ხალხი დავიჭირეო?”

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს საპროტესტო მსვლელობა არ გაიმართება.

საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.