loader

"დღეს დილით დააფიქსირა რეგისტრატორმა" - რა ჩანს კამერის ჩანაწერში, რომელშიც "ჭყონდიდელის" ქუჩაზე მომხდარი ფაქტია ასახული? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს დილით დააფიქსირა რეგისტრატორმა" - რა ჩანს კამერის ჩანაწერში, რომელშიც "ჭყონდიდელის" ქუჩაზე მომხდარი ფაქტია ასახული?

"პრობლემა შეეხება, თბილისში ჭყონდიდელის ქუჩაზე, ქართულ-ამერიკულ სკოლას და მიმდებარე პარკინგს, რომელიც თბილისის პარკინგის ტერიტორიაა და ყველა მოსახლეს თანაბრად გვეკუთვნის.

აღნიშნული სკოლის ადმინისტრაციისგან, არაერთხელ მიმიღია შენიშვნა, რომ "ავტომობილს ნუ ვაჩერებ ამ სკოლის მიმდებარედ, რადგან შემდგომ მასწავლებლებისთვის აღარ არის პარკინგის ადგილი და შორიდან უწევთ სიარული.

ბოლო პერიოდში კი დაიწყეს ამკრძალავი ნიშნების თვითნებურად დადგმა და საპარკინგე ადგილების ჩაკეტვა. აქვე აღვნიშნავ, რომ რამდენიმე ერთეული მარშუტკა ჰყავთ და ამ ტერიტორიაზე პარკინგის 30% მათ მარშუტკებს უკავია.

დღეს დილით ვიდეო რეგისტრატორმა დააფიქსირა, თუ როგორ ამტვრევენ ამ სკოლის წინ ყინულს და ჩემს მანქანას აყრიან, დაზიანდა დისკები და კარის პლასტმასები.

ჩანაწერში ჩანს თეთრი მანქანაც რომელიც ამავე სკოლის თანამშრომელს ეკუთვნის და იმ მანქანასთან ერთი ნიჩაბი ყინულიც არ მიუყრიათ.

ამ პრობლემიდან რამე გამოსავალს ხედავთ?" - წერს მოქალაქე, Guram Khosruashvili ფეისბუქ ჯგუფში "ქალაქის პრობლემები"და ვიდეოს ავრცელებს.