loader

"გიორგი გახარიასთვის ოპონენტი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, გახარია ირაკლი კობახიძესთან დებატებში რომ არ დაჯდება, მე მგონი, ხვდებით" - გიორგი შარაშიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გიორგი გახარიასთვის ოპონენტი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, გახარია ირაკლი კობახიძესთან დებატებში რომ არ დაჯდება, მე მგონი, ხვდებით" - გიორგი შარაშიძე

პოლიტიკური დებატების ჩატარებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ მედიისგან კონკრეტულ წინადადებებს ელოდება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მზად არიან კონსულტაციებისთვის და დისკუსიისთვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დაახლოებით 2 კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს დებატების პირველი ფორმატი. ამასთან, უმრავლესობის წარმომადგენლები პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის გაღვივებაში ოპოზიციას სდებენ ბრალს.

ხელისუფლების ოპონენტები კი ამ ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ დებატებისთვის მზად არიან, თუმცა მიუთითებენ, რომ წლების განმავლობაში საჯარო დისკუსიებს თავად მმართველი გუნდის წარმომადგენლები გაურბოდნენ. რამდენად რეალურია პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და კიდევ რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები.