"სურსათზე ფასნამატი 86%-ს შეადგენს, რაშიც 44% მოდის დისტრიბუციაზე" - ირაკლი კობახიძე
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესები - გვინდა, ყველამ ერთად ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კობახიძის სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ავრცელებს.