გაფრთხილება მშობლებს - "თუ ბავშვთა კვების ეს პროდუქტი შეძენილი გაქვთ არ გამოიყენოთ!"
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, იმპორტირებულ ბავშვთა კვების პროდუქტთან- „ Picot“დაკავშირებით, მოკვლევა უკვე დაიწყო - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
"იმის მიუხედავდ, რომ აღნიშნულ სურსათზე, ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით ოფიციალური შეტყობინება სააგენტოს არ მიუღია, სიფრთხილის მაქსიმალური ზომების გათვალისწინებით, სააგენტო, კონკრეტული პარტიების Picot
1 400G – 8000003312; Picot 1 800G -8000003297; Picot 2 800G -8000003280 ; სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებაზე ზედამხედველობას ახორციელებს.
სააგენტო ასევე მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილია აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან არ გამოიყენოს!" - ნათქვამი განცხადებაში.