loader

საქართველოში მოპოვებული გაზი აუქციონზე იყიდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში მოპოვებული გაზი აუქციონზე იყიდება

საქართველოში მოპოვებული 5 მლნ მ³ მოცულობის გაზი აუქციონზე იყიდება. გაზი აუქციონზე გასაყიდად „ნავთობის და გაზის კორპორაციამ“ გამოიტანა.

აუქციონის პირობების მიხედვით, ფასი 1000 მ³ მეტრზე 646.8 ლარით (დღგ-ს გარეშე) განისაზღვრება. ამასთანავე, ამ თანხას ემატება ბიჯის თანხაც, რაც 5.39 ლარს შეადგენს.

„აუქციონში მონაწილე უნდა წარმოადგენდეს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების სისტემით მოსარგებლეს და გააჩნდეს მიწოდება-მიღების პუნქტში შეძენილი „ბუნებრივი გაზის“ მის მოხმარების წერტილამდე მიტანის (ტრანსპორტირებისა და გატარების ხელშეკრულების გაფორმების) საშუალება/უფლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

„საწყისი ფასი“ და სააუქციონო ვაჭრობის შედეგად მიღებული საბოლოო ფასი არ მოიცავს „ბუნებრივი გაზის“ ტრანსპორტირების საფასურს, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს „აუქციონში“ გამარჯვებული პირის/მყიდველის მიერ“, - აღნიშნულია აუქციონის პირობებში.

წყარო: bpn